სერვისები
ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება - ობიექტის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობის შეფასება დადგენილ მოთხოვნებთან, საშუალო საბაზრო ფასებთან ან/და პროექტთან;
ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ინსპექტირება - ობიექტის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობის შეფასება: - დადგენილ მოთხოვნებთან, საშუალო საბაზრო ფასებთან და საჭიროების შემთხვევაში პროექტთან; - კონკრეტული მომწოდებლის რესურსებთან და შესაძლებლობებთან;
ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება (მათ შორის ფორმა#2-ს მიხედვით)- შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შეფასება საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან ან/და დადგენილ მოთხოვნებთან, შესყიდვების დოკუმენტებთან, მშენებლობის დროისათვის არსებული საშუალო საბაზრო ფასებთან, ფარულ სამუშაოთა აქტებთან, ობიექტის ვიზუალური დათვალიერებისა (ფოტოფიქსირების ჩათვლით), აზომვების შედეგებთან და შესაბამისობის შეფასების დოკუმენტებთან;